მომსახურება



   
   კარფური გამოირჩევა სერვისის მაღალი დონით მომხმარებელთან ურთიერთობის ყველა ეტაპზე. მისი მარტივი დიზაინით აწყობილი ონლაინ კატალოგები მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს წინასწარ დაგეგმოს საყიდლები, დეპარტამენტების რუქით განსაზღვროს საყიდლების მარშრუტი.

   კარფურში მოსვლისას შემოგეგებებიან პროფესიონალი, მეგობრულად განწყობილი გაყიდვების კონსულტანტები, რომლებიც ეცდებიან მაქსიმალური კომფორტი შეგიქმნან მთელი პროცესის განმავლობაში.



კონსულტანტები გორგოლაჭებზე

     უზარმაზარ ჰიპერმარკეტში შეიძლება გზაც კი აგებნეთ, რაიმე დაგავიწყდეთ, რაიმეს ვერ მიაგნოთ, ნაყიდი პროდუქტი სადმე დაგრჩეთ ან უბრალოდ გაგიგრძებდეთ არჩევანის გაკეთება. ასეთ დროს უთუოდ დაგჭირდებათ დახმარება ჰიპერმარკეტის პერსონალისგან, კარფურმა ეს საკითხი საკმაოდ ორიგინალურად მოაგვარა. გორგოლაჭებზე მდგარი კონსულტანტების გუნდი, კარფურის ნებისმიერ კუთხეში, მზად არიან თქვენს დასახმარებლად. მათი წყალობით, თქვენი ყოველი ვიზიტი კარფურში ბევრად უფრო მოსახერხებელი იქნება ვიდრე ოდესმე და დროის გამოყენებასაც უფრო ეფექტურად შეძლებთ!



კარფურის სახლში მიტანის სერვისი

  ახალი სერვისი კარფურისგან! ამიერიდან ცარფურში შეძენილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის მიღების პირდაპირ საკუთარ სახლებში შეგეძლებათ. კარფურის სახლში მიტანის სერვისით სრულიად უფასოდ ისარგებლებთ თბილისსა და მის შემოგარენში. თბილისის ირგვლივ, რამდენიმე ზონად დაყოფილ ტერიტორიაზე მომსახურების ფასი სხვადასხვაა. საქონლის მოცემული ზონის გარეთ მიტანა კი კილომეტრზე 1.5ლარი ღირს.
საყოფაცხოვრებო ტექნიკის სახლში მიტანის გარდა კარფური ასევე გთავაზობთ ადგილზე მის მონტაჟსაც. სერვისის ფარგლებში ხელმისაწვდომ ფასად დაგიმონტაჟებენ სარეცხ მანქანას, საშრობს, გაზქურას, ტელევიზორსა და ა.შ.

(წყარო - Carrefour.Com.Ge)